ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფარმაცევტული კომპანია " ჯი პი სი" და ექსპრესკლინიკა გრიპის ეპიდემიისგან თავდაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ
02/11/2010


მედია ანონსი

2 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო  პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
 

ფარმაცევტული კომპანია " ჯი პი სი"  და ექსპრესკლინიკა გრიპის ეპიდემიისგან თავდაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

[PUBLICITY.GE] თბილისი,  2 ნოემბერი  , 2010 წელი - 3  ნოემბერი  2010 - ფარმაცევტული კომპანია " ჯი პი სი" - ს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ევროპული ვაქცინა შემოაქვს, რომელიც მომხმარებელს იცავს, როგორც გრიპის სეზონური ვირუსებისგან, ისე პანდემიური  ე.წ " ღორის გრიპის"  H1N1 ვირუსისგან.  ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია " ჯი პი სის" აფთიაქებში მდებარე ექსპრეს კლინიკაში.

პრეს კონფერენცია გაიმართება, 3 ნოემბერს, 13.00-ზე, ექსპრესკლინიკაში ( გამსახურდიას გამზირი 23/25)

ვაქცინაცია ერთჯერადია, და იმუნიტეტის ხანგრძლივობა არის 1 წელი. ვაქცინაციის ღირებულება ექსპრეს კლინიკაში 25 ლარს შეადგენს.

ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა ტელეფონზე, მანქანაზე ან ტანსაცმელზე დასამაგრებელი სიმბოლო სტიკერი, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს ადამიანი უკვე ზრუნავს საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე და გრიპის ვირუსის მატარებელი არ არის.

ვაქცინაციას, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ზრუნვის მიზნით, " ჯი პი სის"  1000-მდე თანამშრომელი ჩაიტარებს.

"აცივებასთან ერთად გრიპის ვირუსის აქტივობაც მატულობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპისგან თავის დაცვას ვაქცინაციის გზით ურჩევს. პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციის ჩატარება და გრიპის ეპიდემიისგან საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების დაცვა ყველას შეუძლია. გრიპის ვირუსი გადადის მარტივად, ვირუსის მატარებელ ადამიანთან უბრალო კონტაქტით, მაგ.: საუბრისას, ცემინების ან ხველების დროს. გარდა იმისა, რომ  ვაქცინაცია  ამცირებს დაავადების  გავრცელებას და მის  გართულებას,  ვაქცინაცია ეკონომიურად ეფექტურია და ზოგავს მკურნალობის ხარჯებს" განაცხადა -ირმა ზივზივაძემ ჯიპისის ვაქცინაციის პორექტის ხელმძღვანელმა. 

 

წაკითხულია: 3588